ანდრია გვიდიანი: იმაზე ამორალური და ფარისევლური არაფერია, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ პოლიტიკური ცხოველები ახლადგაციებულ ცხედრებზე ხელის მოთბობას

“რაც დღეს პარლამენტის შენობაში ხდება, ეს უკვე ნათლად აჩვენებს, რომ ამ პროტესტს არაფერი აქვს საერთო არც თავისუფლებასთან, არც ადამიანის უფლებებთან და არც რაიმე სხვა ღირებულთან”, – ამის შესახებ ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმაზე ამორალური და ფარისევლური არაფერია, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ პოლიტიკური ცხოველები ახლადგაციებულ ცხედრებზე ხელის მოთბობას.

,,გუშინ მთელი დღის განმავლობაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იყო შეგრძნება, რომ პროტესტი ჯანსაღ ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებით უჩვეულოდ ჩანდა პოლიტიკური საფრთხობელების გარეშე მიმდინარე აქცია, რომელიც გუშინდელ დღეს სულ სხვა ეგზოტიკას სძენდა. ბევრი აპოლიტიკური ადამიანი გამოვიდა აქციაზე და დიდი ემოციური ფონის გამო, გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა საპროტესტო აქციის მიმართ.
თუმცა, რაც დღეს პარლამენტის შენობაში ხდება, ეს უკვე ნათლად აჩვენებს, რომ ამ პროტესტს არაფერი აქვს საერთო არც თავისუფლებასთან, არც ადამიანის უფლებებთან და არც რაიმე სხვა ღირებულთან. პარლამენტის შენობაზე მიტანილმა შტურმმა ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიული და ჟურნალისტური ხაზი სრულად წაშლილია.
იმაზე ამორალური და ფარისევლური არაფერია, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ პოლიტიკური ცხოველები ახლადგაციებულ ცხედრებზე ხელის მოთბობას. ამ ხალხის ამოცანა არ არის ღირებულებებისთვის ბრძოლა, ამათი ბრძოლის ხაზი გადის მხოლოდ ძალაუფლებაზე.
P.S. – ერთი რამე კარგად დაიმახსოვრეთ, შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს “ქართული ოცნება” და მისი ლიდერები, შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ მთელი შეგნებით დარწმუნებულები იყავით იმაში, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერცერთი სცენარით ვერ განხორციელდება ქვეყნიდან გაგდებული სააკაშვილის მითითებებით და ადგილზე გვარამიას დირიჟორობით დაგეგმილი რევოლუცია. არ გაგივათ ეს რევანში – გამორიცხულია”, – წერს ანდრია გვიდიანი.

პარლამენტში ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები შეიჭრნენ. რიგგარეშე პლენარული სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები