ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ,,ნაცმოძრაობამ” საწადელის 10 წუთით ასრულებისთვის გამოიყენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი პარლამენტში ამ წუთებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,რა სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი საწადელის 10 წუთით ასრულებისთვის გამოიყენა.
ადამიანები, რომლებმაც არც გლოვა იციან და სიკვდილებს დაეძებენ თავისი მიზნებისთვის,” – წერს ნინო წილოსანი.

პარლამენტში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები