მეუფე სტეფანე: ძალადობრივი სისტემა შექმენით, ვინ ხარ ჟურნალისტი, თუ ქვეყანას წაშლი, არავინაც არ ხარ (ვიდეო)

“ასეთი ძალადობრივი სისტემა შექმენით, თქვენ არა – თქვენმა უფროსებმა, თქვენ, ფაქტობრივად, ამის მომსახურე პერსონალი ხართ, გეშინიათ, რომ გაგაგდებენ, გეშინიათ, რომ ფულს არ მოგცემენ და ემსახურებით”, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებთან დაკავშირებით ქადაგებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტები იმ სისტემის ნაწილი არიან, რომელიც ცრუ ინფორმაციებსა და ცრუ ღირებულებებს ავრცელებს.

,,ცრუ ღირებულებათა სისტემა თავის თავს ამხელს. ვისაც უნდა ტოტალიტარიზმი შეიძლება ასე გააგრძელოს და თუ გინდათ, თქვენ თქვენ თავისუფლების იდეით მიიღოთ ასეთი მარწუხების მანქანა, რომელიც, პირველ ყოვლისა, ჟურნალისტებზე იმუშავებს და უკვე მუშაობს. ჟურნალისტი, რომელიც ასე არ ფიქრობს, როგორც თქვენ, გაგდებულია ტელევიზიიდან, არცერთს არ მიიღებენ იმიტომ, რომ ასეთი უნდათ, როგორიც თქვენ ხართ. თუ თქვენ გეშინიათ, რომ ვთქვათ სიმართლე, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაც გაიგეთ. ზეწოლა ისეთია თქვენზე, ვერც კი წარმოგიდგენიათ, გგონიათ, რომ თავისუფლები ხართ და ამ დროს არავინ აღარ დატოვეს, ჟურნალისტები ისე არიან აღტკინებული, რომ კონსტრუქცია არ მოიხსნება და ასეთ კითხვებს რომ სვამს, უკვე გამოდის, რომ ის ამ სისტემაში ზის. ისე კი არ დასვამს კითხვას, რომ ჯვარია და რაღაც, კონსტრუქცია შემოიტანეს დღეს, ანუ კონსტრუქციას რახან ამბობ, შენ უკვე ამ იდეოლოგიური სისტემის ტყვე ხარ. როდესაც საუბრობ ჯვარზე, საქართველოში ვის უთქვამს, რაღაც რკინის კონსტრუქცია. შენ რახან ამას ამბობ, შენ ხარ აგიტატორი, ვიღაც პარტიის ან დაჯგუფების აგიტატორი, რომელმაც ასე წარმოადგინა ჯვარი და შენ მისი მოსამსახურე ხარ, თუ ამას არ თაკილობ პრობლემაა რა. თუ გგონია, რომ თავისუფალი ხარ, მე გეუბნები, რომ როდესაც ჯვარს რკინის კონსტრუქცია უწოდებ, უკვე ხარ დანგრეული.

ასეთი ძალადობრივი სისტემა შექმენით, თქვენ არა – თქვენმა უფროსებმა. თქვენ, ფაქტობრივად, ამის მომსახურე პერსონალი ხართ. გეშინიათ, რომ გაგაგდებენ, გეშინიათ, რომ ფულს არ მოგცემენ და ემსახურებით, თუ არ ემსახურებით მაშინ ჯვარს რკინის კონსტრუქციას არ უწოდებთ. ეს მარწუხები და ეს სისტემა, დამთრგუნველი და დამჩაგვრელი უკვე ამოქმედებულია და ამ სისტემის წინააღმდეგ დადგა ხალხი, რომელსაც თქვენ ძალადობრივ ჯგუფებს უწოდებთ. მთელი საქართველო იდგა იქ და ვინც იქ არ იყო, გარედან უთანაგრძნობდა. თუ ვეღარაფერს ვეღარ ხედავთ იმის გარდა, რასაც თქვენ ტელევიზორში თვითონვე აკეთებთ, მაშინ ცუდად ყოფილა თქვენი საქმე. ეს არის მონობის მომტანი სისტემა, რომელსაც თქვენი ხელშეწყობით გვიკანონებენ. ვინ ხარ ჟურნალისტი, თუ ქვეყანას წაშლი, არავინაც არ ხარ და ნუ გგონია განსაკუთრებული კასტა შენი თავი.

არის ხალხი, რომელსაც ყელში ამოუვიდა, შეიძლება, დაგიპირისპირდეს, მე რა გავაკეთო, შენ როდესაც პირდაპირ თავზე ასხამს ლაფს მთელს ერს შენი ცრუ ინფორმაციებით და სისულელეებით, შენ ამბობ, რომ არაფერს ცუდს არ ვაკეთებ, ეგრე არ არის, ისიც რომ გაგიჟდა, ადამიანია და გამოვიდა მდგომარეობიდან, იძულებული გახდა, რომ ასეთი მეთოდებით დაგიპირისპირდეს, ისიც ცოდვილია, შენც ცოდვილი ხარ”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას დაპირისპირებები მოჰყვა, რა დროსაც მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები