ნიკოლოზ მეტრეველი: მარკირებული დეზერტირი სააკაშვილი კვლავ ჰპირდება თავის აქტივისტებს, რომ სულ რამდენიმე საათში რუსთაველზე იქნება, იქამდე მათ მაქსიმალურად უნდა დაძაბონ ვითარება
“როგორც ახლა მითხრეს, მარკირებული დეზერტირი მიხეილ სააკაშვილი კვლავ ჰპირდება თავის აქტივისტებს, რომ სულ რამდენიმე საათში რუსთაველზე იქნება და აქამდე კი მათ მაქსიმალურად უნდა დაძაბონ ვითარება!”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სააკაშვილი ზუსტად ასევე პირდებოდა 2019 წლის 20 ივნისსაც, რომ თითქოს სამართალდამცავებთან ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და ისინი მათ მხარეს იყვნენ.
„როგორც ახლა მითხრეს, მარკირებული დეზერტირი მიხეილ სააკაშვილი კვლავ ჰპირდება თავის აქტივისტებს, რომ სულ რამდენიმე საათში რუსთაველზე იქნება და აქამდე კი მათ მაქსიმალურად უნდა დაძაბონ ვითარება! საზოგადოებას კარგად ახსოვს – ზუსტად ასევე პირდებოდა 2019 წლის 20 ივნისსაც, რომ თითქოს სამართალდამცავებთან ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და ისინი მათ მხარეს იყვნენ! აქედან გამომდინარე: ყველა მოქალაქის ჯანსაღი პროტესტი ცხადია სრულიად ლეგიტიმურია, მაგრამ ამავე დროს ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ მივცეთ საშუალება ქვეყნისთვის მტრულ ძალებს განავითარონ ნებისმიერი რევოლუციური სცენარი საქართველოში!“, – წერს facebook გვერდზე ნიკოლოზ მეტრეველი.