ანდრია ჯაღმაიძე ვანდალიზმს ასაჯაროებს: წმინდა გიორგის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ხაშმში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები.

ამის შესახებ ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ხაშმში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ”, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები