ადვოკატი: თუ პოლიცია მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატი, მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ თუ პოლიცია მაჩალიკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა.

“სოლიდარობის აქციის მხარეს იდგა. ჯებირებს მიღმა ადამიანები მისი მისამართით იჩენდნენ დევნას, როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, ფიზიკურადაც მიიწევდნენ მისკენ. თუ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა პოლიცია, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა”, – განაცხადა პატარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები