მეუფე იაკობი: ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ

“ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობასაც ვერ გრძნობს.

“ახლა ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ, მათ უკან ვინც იდგა რა, უშუალოდ თაბაგარზე არ ვლაპარაკობ, მათ უკან ვინც იდგა და აძალებდნენ, არ გადაეტანათ მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ ვიცოდი”, – აცხადებს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს. დაპირისპირება იყო გუშინაც, მედიის მხარდასაჭერ აქციაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები