მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობაზე არ დააკმაყოფილა და გუშინდელ აქციაზე დაკავებულს გირაო შეუფარდა

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ ერთ პირს 2 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე ნაკაშიძისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ნაკაშიძე ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა.

​შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები