“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი: არ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი ბრძოლა წავაგეთ, ბოლომდე მივიყვანთ იმ საქმეს, რომ ქვეყანაში თანასწორობის ღირებულება იქნება უფრო მაღალ საფეხურზე
“გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა იყო გუშინ თბილისში – ბანდფორმირებები, რომლებიც დაგვდევდნენ თბილისის მასშტაბით, ვნახეთ უამრავი ძალადობის შემთხვევა, პრაქტიკულად, არანაირ როლს არ ასრულებდა პოლიცია”, – ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი აცხადებს.
თაბაგარის თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში თანასწორობის ღირებულება იყოს უფრო მაღალ საფეხურზე.
“გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა იყო გუშინ თბილისში. ბანდფორმირებები, რომლებიც დაგვდევდნენ თბილისის მასშტაბით, დასდევდნენ ჟურნალისტებს, ვნახეთ უამრავი ძალადობის შემთხვევა, დაესხნენ თავს ოფისებს და ამ დროს, ამ ყველაფერში პრაქტიკულად არანაირ როლს არ ასრულებდა პოლიცია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი ბრძოლა წავაგეთ. არ გვაქვს ასეთი განწყობა, გავაგრძელებთ ბრძოლას და ბოლომდე მივიყვანთ იმ საქმეს, რომ ამ ქვეყანაში თანასწორობის ღირებულება იქნება უფრო მაღალ საფეხურზე”, – აცხადებს თაბაგარი.