გოგა ჩანადირი: ცემითა და აგრესიით სიმართლეს ვერავინ დაამტკიცებს, ვერც განსხვავებულ აზრს აკრძალავს, “ვეფხისტყაოსანი” გვასწავლის – ბოროტსა სძლია კეთილმან

“ცემითა და აგრესიით სიმართლეს ვერავინ დაამტკიცებს, ვერც განსხვავებულ აზრს აკრძალავს, “ვეფხისტყაოსანი” გვასწავლის – ბოროტსა სძლია კეთილმან”, – ამის შესახებ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მედიასაშუალებებსაც მიუძღვით ბრალი ხალხის გაღიზიანებაში და მათაც მოეთხოვებათ “ოქროს შუალედის” დაჭერა.

,,ბოლო ძალადობრივი მოვლენებისას წარმოთქმული ფრაზები:
“ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ….”
“არ უნდა ეცემათ, მაგრამ…”
“ძალადობას ვგმობ, მაგრამ…”
“მოძალადეებს არ ვამართლებ მაგრამ…”
“ძალადობა არ მომწონს, მაგრამ…”
აი, რა მაგრამ?
იცით, რომ ამის მთქმელიც მოძალადეა? სინამდვილეში, ძალიანაც მოსწონს ჟურნალისტების ცემაც და ნებისმიერისაც, ვისი აზრიც მისთვის სასტიკად მიუღებელია.
ცემით და აგრესიით სიმართლეს ვერავინ დაამტკიცებს, ვერც განსხვავებულ აზრს აკრძალავს.
“ვეფხისტყაოსანი” გვასწავლის – ბოროტსა სძლია კეთილმან…
და კიდევ, მედიასაშუალებებსაც მიუძღვით ბრალი ხალხის გაღიზიანებაში და მათაც მოეთხოვებათ “ოქროს შუალედის” დაჭერა.
არა ძალადობას”, – წერს გოგა ჩანადირი.

შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები