საპატრიარქო: 17:00 საათზე ტარდება სამშვიდობო პარაკლისი, მოვუწოდებთ ყველას, შეიკრიბონ ქაშუეთის ტაძართან

“17:00 საათზე ტარდება სამშვიდობო პარაკლისი, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, შეიკრიბონ ქაშუეთის ტაძართან”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

საპატრიარქო ,,პრაიდის” მოწინააღმდეგეებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

“როგორც მოგეხსენებათ, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 :00 საათზე ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას,” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “ღირსების მარში” დღეს აღარ გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები