,,პრაიდის” მოწინააღმდეგეთა ნაწილი გაერო-ს ოფისთან შეიკრიბა
,,პრაიდის” მოწინააღმდეგეები მრგვალ ბაღთან, გაერო-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დასხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.