მეუფე იაკობი: ჟურნალისტებმა ისე უნდა გააშუქოთ, რომ ხალხში აგრესია არ გამოიწვიოთ, ისე იყავით, რომ თავი შეაყვაროთ ხალხს

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებით, რადიკალური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები არიან.

მისი თქმით, ჟურნალისტებმა ისე უნდა გააშუქონ, რომ ხალხშო აგრესია არ გამოიწვიონ.

“ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია პრაიდის ორგანიზატორები. უნდა გაეთვალისწინებინათ, რა მოხდებოდა. ჟურნალისტებმაც ისე უნდა გააშუქოთ, რომ ხალხში აგრესია არ გამოიწვიოთ. ძალიან საწყენია ნებისმიერი აგრესია, მაგრამ ეს არის იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე “პასუხი”, რასაც ლგბტქ თემი ახორციელებს. ჟურნალისტებსაც და აქციის ორგანიზტორებსაც მოგიწოდებთ, რომ იყოთ წყნარად.

ისე იყავით, რომ თავი შეაყვაროთ ხალხს. მე ვცემე ვინმე?,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები