გურამ ფალავანდიშვილი: მინდა, პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ, შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში
“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარის, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ღირსების მარში ნებისმიერი ფორმით ჩაიშლება.
ფალავანდიშვილი პრემიერს აფრთხილებს, რომ მას კაბინეტშიც მიადგებიან.
“თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი აქტივობის ჩასაშლელად. მინდა, პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ. შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერსა და ბერზე. ჩვენ, ქართველი ერი და ბერი ნებისმიერი სიბუნძურის პრაიდს ვშლით,” – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.