საქართველოში დღეიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო და ქვეყანა მზად არის 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად. მიღებული მილიონი დოზა ვაქცინიდან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი – „სინოვაკი“.

ამასთან, პრემიერმინისტრის ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში საქართველოში ვაქცინების დამატებით კიდევ მილიონი დოზა შემოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ​ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები