კელი დეგნანი – “თბილისი პრაიდზე”: ისინი, ვისაც სურთ, ძალადობით და ზიზღით ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ

“მათ ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქის უფლებების დაცვას და მათ შორის არის თავისუფალი, მშვიდობიანი შეკრების და აზრის გამოხატვის უფლება.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აზრი იყოს წინააღმდეგობრივი ან არაპოპულარული, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შსს-ს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის თვალსაზრისით. ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარები, რომ საშუალება მისცენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, გამოხატონ თავისი უფლება. მათ ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ ამ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები