ირაკლი შიხიაშვილი “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს
“ქართული მარშის” გენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი “თბილისი პრაიდის” შენობასთან მივიდა.
შიხიაშვილი, ხვალ დაგეგმილ ე.წ. ღირსების მარშთან დაკავშირებით “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვს.
მან შესაბამისი მოთხოვნით წერილი “თბილისი პრაიდის” შენობაში დატოვა.
“ჩემი მოსვლის მიზანი გახლავთ, რომ ლგბტ პრაიდის წარმომადგენლობას, მის ხელმძღვანელს გიორგი თაბაგარს გადავცე ჩვენი წერილი და სურვილი გვაქვს, ვისაუბროთ, მათ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ, 5 ივლისის ე.წ. ღირსების მარშთან დაკავშირებით. ეს გვინდა ცივილურ ფორმებში, რომ არ ჰქონდეს ვინმეს წარმოდგენა და იმის ფიქრი, თითქოს ჩვენ ვართ აქ როგორც მოძალადეები, ან ქსენოფობები, ან ჰომოფობები მოსული. კარგად ხედავთ, მოვედი მარტო და ვსაუბრობ პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.