მეუფე სტეფანე: თურმე, თუ ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია – ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას

“ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას“, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„ვიღაც ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია, რომელსაც ეს სჭირდება გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს ლიბერალიზმის იდეოლოგია, რომელიც ქრისტიანობის საწინააღმდეგო, ბოროტისგან შემოტანილი, ეს დაგვიყენეს, როგორც არბიტრი ჩვენს ცხოვრებაში. თურმე, თუ ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის. ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები