თამარ გაბუნია: Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა შეძენილია, მოწოდება ივლისის თვიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველომ Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა უკვე შეიძინა და მისი მოწოდება ივლისის თვიდან დაიწყება.

Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა შეძენილია და მისი მოწოდება ივლისის თვიდან დაიწყება. მის სრულ რაოდენობას კი წლის ბოლომდე მივიღებთ. ასევე COVAX-იდან მისაღები დოზები, რომელიც 43 000-ია და გარკვეული შეფერხება გვქონდა მის მიღებასთან დაკავშირებით, ესეც აღმოიფხვრება და მის მიღებას ივლისის დასაწყისში ველოდებით მის მიღებას,”- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები