ტერიტორიაზე, სადაც “თბილისი პრაიდის” ღონისძიება მიმდინარეობს, კვირეულის მოწინააღმდეგე 11 პირი დააკავეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დახურული ღონისძიება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მივიდნენ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებიც. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სამართალდამცველებს და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება.