„პრაიდის“ კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე დიპკორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ – შეკრებილებმა კვერცხები ისროლეს
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ.
პარალელურად, ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები კვერცხებს და ბოთლებს ისროდნენ.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.
თბილისში 1-5 ივლისს ,,პრაიდის” კვირეული იმართება.