ლაშა შუბითიძე: ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა – 1200$ დოლარი და საბუთები ადგილზეა

მოქალაქე ლაშა შუბითიძე ქართველ ჯარისკაცებს მადლობას უხდის.

როგორ შუბითიძე სოციალურ ქსელში წერს, დაკარგული საფულე, რომელშიც 1200$ დოლარი და საბუთები ჰქონდა, ჯარისკაცებმა იპოვეს და დაუბრუნეს.

“ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა 1200$ დოლარი და საბუთები ადგილზეა

ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი და საქმენი საგმირონი მე მგონი, მარტო ბრძოლის ველზე არ კეთდება, ჩემი გადმოსახედიდან ამ ბიჭების ქმედება გმირობასთან გაიგივებულია, მეც სამი ვაჟკაცის მამა ვარ და ჩემი შვილებისთვის ეს სიკეთის კეთების მაგალითად უნდა იქცეს

კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი ქართველ ჯარისკაცებს და, ჩემი აზრით, ბიჭების ეს საქციელი თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დაუფასოს, რადგან ასეთი ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ერთეულები არიან და თავდაცვის სამინისტრომ უნდა იამაყოს ამ ჯარისკაცებით, რომლებმაც ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინეს, ვფიქრობ ეს ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი”,- წერს შუბითიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები