ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი 2021 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) კონკურსს გახსნილად აცხადებენ

ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) 2021 წლის კონკურსს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გახსნილად აცხადებენ.

ამ კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.
2021 წლის აპრილში ევროკომისიამ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება განახორციელა ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად. შედეგად მდგრადი ანგარიშგება ევროკავშირში ისეთივე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორიც ფინანსურ ანგარიშგებას უკავია, და რამდენადაც ფასს-ის ფონდი ( IFRS Foundation) აპირებს მდგრადი ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებას, შეიძლება გლობალურადაც იგივეს ველოდოთ. წლევანდელი BARTA ღიაა საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის, რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. ბირჟის ლისტინგში შემავალი ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას და კომპანიის კატეგორიისთვის სავალდებულო ყველა ანგარიშგების შესაბამისი ვადების დაცვით წარდგენას. საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს, სავაჭროდ დაშვებული ფირმების ჩათვლით, თვითწარდგენა დასჭირდებათ. კომპანიების თვითწარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბერი.
BARTA -ს ეტაპობრივი განვითარების და მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მნიშვნელობის მაჩვენებელია 2021 წლის კონკურსში ახალი ჯილდოს, საუკეთესო მდგრადი ანგარიშის ნომინაციის დამატება, საყოველთაოდ აღიარებული საფუძვლების გამოყენებით, როგორიცაა წლიური ანგარიშის ნაწილის სახით წარმოდგენილი გლობალური ანგარიშგების ინიციატივა.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები