“უნდა დავაკვირდეთ მაჩვენებელს კვირის ბოლომდე” – გამკაცრდება თუ არა კვლავ კოვიდრეგულაციები

ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე პრემიერთან კოვიდრეგულაციების გამკაცრების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

მისი თქმით, ის ზომები, რომლებიც ახლა მოქმედებს, აუცილებლად უნდა დავიცვათ.

“დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არ არის ჭეშმარიტი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიური სურათის, ეს დაგროვებული შემთხვევებია. უნდა დავაკვირდეთ ამ მაჩვენებელს კვირის ბოლომდე. დღეს რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, ის ზომები, რომლებიც ახლა მოქმედებს, აუცილებლად უნდა დავიცვათ,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები