თამარ გაბუნია: მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ტურისტმა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, ტესტი გაიკეთოს

“მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ტურისტმა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, ტესტი გაიკეთოს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამომავლოდ, რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება ვაქცინირებული ტურისტებისთვის.

„აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, მონიტორინგდებოდეს ტესტირების საშუალებით. 72-საათიან რეჟიმში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა, ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში, არის გამონაკლისი, როდესაც საჭიროდ არ მივიჩნევთ, რომ ტურისტებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეთ. თუმცა, სამომავლოდ რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება ვაქცინირებული ტურისტებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები