გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამსახურების ინსტიტუციური განვითარების საკითხები განიხილეს

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ძირითადი გამოწვევები და მიღწევები განიხილეს. რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებმა საქმიანობის მოკლე მომიხილვა თემატურ პრეზენტაციებად წარადგინეს.
ღონისძიებაზე მოისმინეს გაერო-ს განვითარების პროგრამის VET პროექტის რეგიონალური საექსტენციო მხარდაჭერის აქტივობების, მათ შორის, მცირე საგრანტო კომპონენტის ეტაპობრივი შედეგები და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FA0-ს პრეზენტაცია ექსტენციის სტრატეგიის განახლების შესახებ.
სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება გაიმართა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის, მეორე ფაზის მხარდაჭერით, ასევე შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები