დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება.
მთავარი განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება იქნება.
“უმთავრესი საკითხი იქნება ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ასევე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ქართული დელეგაციის მხრიდან უმწვავესად იქნება საკითხი დაყენებული მათი უპირობო გათავისუფლების შესახებ. ასევე რა თქმა უნდა ჩვენ ვიმსჯელებთ გადაადგილების თავისუფლებაზე, გალის და ახალგორის რაიონში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც უკიდურესად მძიმეა და საუბარი გვექნება დევნილთა დაბრუნებაზეც”, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე.