სოსო მანჯავიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ასეთი უხეში ფორმით ფეხქვეშ გათელვა საქართველოს კოლონიალური სტატუსის ღია დემონსტრირება და სასამართლოს გარე მართვის ლეგიტიმაციაა

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკელების ერთ, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ ნაწილს საქართველოს ნეოკოლონიალიზმის ერთგვარ ნიმუშად, მოდელად გადაქცევის დაუოკებელი სურვილი ტანჯავს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, “ერთობა, რაობა, იმედის” წევრი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ასეთი უხეში ფორმით ფეხქვეშ გათელვა საქართველოს კოლონიალური სტატუსის ღია დემონსტრირება და სასამართლოს გარე მართვის ლეგიტიმაციაა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკელების ერთ, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ ნაწილს საქართველოს ნეოკოლონიალიზმის ერთგვარ ნიმუშად, მოდელად გადაქცევის დაუოკებელი სურვილი ტანჯავს.

ამის ნათელი გამოხატულებაა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება მოსამართლეების არჩევის შესახებ.

სრულიად გასაგებია, რომ ამ სასამართლოს აქვს პრობლემები, თუმცა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ასეთი უხეში, ფორმით ფეხქვეშ გათელვა ხარისხობრივად უფრო დიდი პრობლემაა, არის საქართველოს კოლონიალური სტატუსის ღია დემონსტრირება და სასამართლოს გარე მართვის ლეგიტიმაცია.
ცხადია, რომ ეს ხელისუფლების სისუსტის აშკარა შედეგია, როცა ის სხვა, თუნდაც ჰეგემონ სახელმწიფოს ამის უფლებას აძლევს და ვერ ეუბნება ამერიკელებს, რომ ფეხები მაგიდიდან ჩამოიღონ.
რაც მეტი დრო გადის, მით უფრო კარგად მესმის, როგორ მოახერხეს მათ მთელს მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობების გამოწვევა.

აქაურ მონებს ეს, ცხადია, არ ეხება, სულ პანჩურები რომ ურტყან ყოველდღე ამერიკელებმა, გამოაცხადებენ , რომ ეს საჭიროა ევროატლანტიკურ სივრცეში შესასვლელად და ზოგადად, პანჩური სასარგებლოა, თუ ის ამერიკულია.

ჰოდა, კიდევაც დადიან ერთ ადგილ გაბზეკილები, აგერ, დეფილე აქვთ დედაქალაქებში, ცდილობენ ერთმანეთს გაბზეკვაში აჯობონ, იქნებ წყალობის ხალათი მიიღონ მათგან.
ვაი, დამარცხებულთ -მოდი და ნუ გაგახსენდება გალების ბელადის ეს ფრთიანი გამოთქმა.
“, – წერს მანჯავიძე.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, „მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები