თენგიზ ცერცვაძე: ამ სამ თვეში წესების არდაცვამ შესაძლებელია, ერთი წლით უკან დაგვაბრუნოს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ შეზღუდვების შემსუბუქებას სწორად არ გამოვიყენებთ, შესაძლებელია, ერთი წლით უკან დავბრუნდეთ.
ცერცვაძე საზოგადოებას მოუწოდებს, სანამ ვაქცინაცია არ შევა ძალაში, ხალხმრავალი ქორწილებისა და გართობისგან თავი შეიკავონ.
„ეპიდსიტუაცია არ არის წყნარი და უსაფრთხო. თუ შეზღუდვების შემსუბუქებას სწორად არ მივუდგებით და არ გამოვიყენებთ, შესაძლოა, ამან უკან დაბრუნება და შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს. ვიდრე ვაქცინაცია არ შევა ძალაში, რასაც, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი ქორწილებისა და გართობისგან. სამი თვე ცხოვრებაში გადამწყვეტი არაა და ამ სამ თვეში წესების არდაცვამ შესაძლებელია, ერთი წლით დაგვაბრუნოს უკან“, – განაცხადა ცერცვაძემ.