გია აბაშიძე: ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი – პრემიერის ეს ინიციატივა საკმაოდ გაბედულია

“პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებული ეს გადაწყვეტილება მართლაც მისასალმებელია”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

მისივე თქმით, საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

“პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებული ეს გადაწყვეტილება მართლაც და მისასალმებელია. თუმცა, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდეთ, თუ ნაცსექტის რომელიმე მარიონეტი NGO (+ იმავე კლასტერის უვიცი “ჟურნალისტები”) და მათი მიმბაძველი, შერჩევითად, სახალხო დამცველი ლომჯარია ამ ინიციატივას “წინასაარჩევნო მოსყიდვად” გამოაცხადებენ.

არჩევნები თითქმის ყოველწლიურადაა, ფსევდო-დამცველებო! გაჩერდეს სამთავრობო პროგრამები & ინიციატივები?..

პრემიერ ღარიბაშვილის ეს ინიციატივა საკმაოდ გაბედულია და საზოგადოების თითოეულ წევრს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საყოველთაოდ დაწესებულ, არსებულ კოვიდ-შეზღუდვებს. ჯერჯერობით ვირუსი გლობალურადაც არ დამარცხებულა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე”,- წერს აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები