კარლ ჰარცელი: სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდა და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია – უმჯობესია, მოსამართლეთა დანიშვნაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული

“სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდა და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვუჭერთ მხარს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მოსამართლეების დანიშვნასთან საკითხზე აჩქარება არ შეიძლება.

„ჩვენ, ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-დან და ევროპის საბჭოდან უკვე გამოვთქვით პოზიცია, რომ სჯობს,  ცოტა შენელება, რათა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს ამ დანიშვნებთან დაკავშირებით. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, რომ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირი მიდგომა იყოს. იმედი მაქვს, ამ პერსპექტივას გაიზიარებს პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება განხილული მაკროფინანსური დახმარების თვალსაზრისით და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებით. ამ საკითხის შესწავლა უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება აჩქარება, რადგან აჩქარება იქნება ცუდი სტარტი ამ ხელშეკრულების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები