17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
“ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის ბ ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგო და 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საცურაო კომპლექს „ოლიმპიკში“ ქართველმა წყალბურთელებმა ბელარუსი 17-10, სლოვაკეთი 17-7, ლიეტუვა 20-8 და მოლდოვა 27-7 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ლიეტუვასთან მოგებული მატჩის შემდეგ გაიფორმეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის წინა ჩემპიონატს 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა. თბილისში გამართულ ევროპირველობაზე ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.