სახალხო დამცველი მეუფე იაკობს ხვდება

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ ხელმძღვანელს, მეუფე იაკობს შორის შეხვედრა რამდენი წუთის წინ დაიწყო.

როგორც მედიასთან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, მეუფე იაკობმა მცირე დროში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოასწრო.

“ძალიან პოზიტიური პროცესებია, აი, ამ დაძაბულ ვითარებაში. მცირე დროში მეუფე იაკობმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე მოასწრო. მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო ის, თუ როგორ შევაღწიოთ შიგნით. ბავშვებზე ვიფიქროთ. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ცოტა ხანში ტელევიზიებისგან იქნებიან დასაცავი ბავშვები. შტურმი დავამთავროთ, ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები