თენგიზ ცერცვაძე: საქართველო ამაშიც მოწინავეა, პირველმა ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო შემსუბუქება
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში არსებული რეგულაციები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.
მისივე თქმით, “ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს”.
“მე ვფიქრობ, რომ თუ შევასრულებთ იმ მინიმალურ რეგულაციებს, რომელიც საქართველოში დარჩა… საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ხანმოკლე “კომენდანტის საათისა” მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში დარჩა ისევ ბევრი შეზღუდვა, თუმცა, ნელ-ნელა ამსუბუქებენ. საქართველო ამაშიც მოწინავეა, პირველმა საქართველომ დაიწყო შემსუბუქება. ზედმეტი თუ არ მოგვივა, ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს, კი ბატონო მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, უნდა მოვხსნათ, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა გაიხსნას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია”, – განაცხადა ცერცვაძემ.