მეუფე იაკობი: სახალხო დამცველს მე, განა, არ ვუშვებ, ნებისმიერი თქვენგანიც რომ შეგიყვანოთ, პრობლემა არ მაქვს, ბავშვებს ექნებათ პრობლემა
“სახალხო დამცველს რომ შევხვდები, თქვას, მართალი ვარ თუ არა, მე განა, არ ვუშვებ, ნებისმიერი თქვენგანიც რომ შეგიყვანოთ ახლა, პრობლემა არ მაქვს, ბავშვებს ექნებათ პრობლემა”, – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისი თქმით, მზადაა, სახალხო დამცველს თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში შეხვდეს.
„მე არასდროს მითქვამს, რომ არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს. ვამბობ, რომ შევხვდები თბილისში, აუცილებლად, თუნდაც ხვალვე შევხვდები საპატრიარქოს უნივერსიტეტში, არ მაქვს პრობლემა, ვაჩვენებ, რა მაქვს გაკეთებული, იქაც ხელმძღვანელი ვარ ხო? ვაჩვენებ, რა მაქვს გაკეთებული და რას ვაპირებ აქ. დავილაპარაკებთ. ბავშვებთან რატომ არ შეიძლება დღესდღეობით შემოსვლა – სოციალური მუშაკები არიან აქ, ამათ რომ კიდე რაღაცაზე დაუწყო საუბარი, მე ვუფრთხილდები, ვიცი, რომ ქალბატონ ნინოს ამათი ბედი აინტერესებს, თუ გინდათ, აი, დავშალოთ? თუ დასაშლელია, დაიშლება.
ბავშვებზე ვზრუნავ და სახალხო დამცველს რომ შევხვდები, რომ ვიტყვით ამას, თქვას, მართალი ვარ თუ არა, მე განა, არ ვუშვებ, ნებისმიერი თქვენგანიც რომ შეგიყვანოთ ახლა, პრობლემა არ მაქვს, ბავშვებს ექნებათ პრობლემა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.