ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი მოსაზრებით, მერობის კანდიდატი არ უნდა იყოს პარტიული კუთვნილებით შერჩეული
“ჩვენი მოსაზრებით, მერობის კანდიდატი არ უნდა იყოს პარტიული კუთვნილებით შერჩეული”, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებს.
,,ჩვენი მოსაზრებით, მერის კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული, არ უნდა იყოს პარტიული კუთვნილებით შერჩეული. ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს, „ლელო საქართველოსთვის“ აპირებს, დამოუკიდებლად იბრძოლოს პროპორციული სიით მაქსიმალური ხმების მისაღებად, ასევე, საკრებულოში მაქსიმალური წარმომადგენლობის მისაღწევად“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.