დავით ზალკალიანი, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს საკითხის განხილვისთვის მადლობას უხდის

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი  – დავით ზალკალიანი ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს მადლობას უხდის აშშ-ს პრეზიდენტთან, ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს საკითხის განხილვისთვის და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

“მადლიერი ვარ ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას საქართველოს საკითხის განხილვისთვის. ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდში დგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია!
ლიეტუვას მხარდაჭერა საქართველოსადმი კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს”, –  ნათქვამია მინისტრის მიმართვაში. https://twitter.com/DZalkaliani/status/1404749144594464769?s=19

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები