ნიკოლოზ სამხარაძე: არ მგონია, რომ გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
“არ მგონია, რომ გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არის რიგი კითხვები იმ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო განხორციელებული.
„არ მგონია, რომ გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. ყველაფერი, რაც შეეხებოდა იმ ღამეს, არის ნათელი და პასუხგაცემული. მოტივებზე თუ არის საუბარი, მოტივების გამო სისხლის სამართლებრივი საქმეები არ აღიძრება ნამდვილად. იმ პერიოდში გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა, თუმცა, მე ვერ ვიტყვი, შიგნით რა ხდებოდა, მაშინ გუნდის წევრი არ ვიყავი. თავისთავად ის ფაქტი, რომ გიორგი გახარია იყო პრემიერი და ძალიან კარგად უმკლავდებოდა მათ შორის პანდემიის ნაწილს, ამაზე არავინ ვდაობთ, თუმცა, არის რიგი კითხვები იმ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო განხორციელებული“, – განაცხადა სამხარაძემ.