ნეპალში შესაძლოა, ინდოეთი განმეორდეს – ქვეყანაში ჟანგბადის პრობლემაა

ნეპალში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ჯანდაცვის სფროში არსებული ვითარება უკიდურესად გაუარესებულია.

Amnesty International-ში აცხადებენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშეა: საავადმყოფოები გადავსებულია, შეინიშნება აუცილებელი მედიკამენტებისა და აღჭურვილობის დეფიციტი.

ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ნეპალს მიაწოდონ ჟანგბადის ბალონები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და ვაქცინები.

ნეპალში, სადაც 28,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 610 521 ინფიცირებულს შეადგენს.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 53 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 8465 ლეტალური შემთხვევაა.

თუმცა, დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები