ის აღარ გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კომუნიკაცია მქონდა, როდესაც მან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ეს იყო მისი პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ მასთან კომუნიკაცია აღარ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი პრინციპული პოზიცია. მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მისი ცალსახა პოზიცია, ის არცერთ შემთხვევაში გეგმავდა და აღარ გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ იქნება.
ჩვენ მასთან კომუნიკაცია არ გვაქვს და ეს იყო მისი პრინციპული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.