მეუფე იაკობი: რამდენ ბავშვსაც ენდომება ნინოწმინდის პანსიონში დარჩენა, იმდენი დარჩება, მოძალადეები ხომ არ ვართ

“სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ შემოსული. კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი”, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

„რამდენ ბენეფიციარსაც ენდომება დარჩენა, იმდენი დარჩება. მოძალადეები ხომ არ ვართ. თქვენი ინტერესი რა არის, დაიცალოს ახლავე, თუ ვისაც უნდა ყოფნა, იყოს და მერე, როცა მოხდება სახეცვლილება, იმაში მოხვდნენ. ასევე, სოციალური მუშაკები სულ მათთან არიან, მათი დაკვირვების ქვეშ და ბავშვების საუკეთესო ინტერესებს გავითვალისწინებთ აუცილებლად. შემოსული ვარ, რათა სიტუაციას გავეცნო. არ ვარ დახურული ადამიანი. თუ რამე შეცდომაა, ჩემს შეცდომაზეც ვსაუბრობ ხოლმე. ჯერ ჩემსას ვხედავ, შემდეგ – სხვისას.

სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ შემოსული. კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი. ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, არასწორი და მაგაზე ვიდავებთ აუცილებლად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები