ფილიპ რიკერმა ჯვრის მონასტერი მოინახულა
საქართველოში ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა მცხეთაში ჯვრის მონასტერი მოინახულა.
გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას. პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი ორჯერ გამოიყო.
საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება.