2018 წლიდან, გარემოს დაცვით ღონისძიებებზე 195 მილიონი დავხარჯეთ ანდრია ბასილაია – ანდრია ბასილაია

ჩვენი მოსვლის დღიდან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების შექმნა იყო. დავინახეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

„ჯამში 2018 წლიდან, ჩვენ დავხარჯეთ 195 მილიონი, გარემოს დაცვით ღონისძიებებზე. ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა 8 წლის პერიოდში დახარჯული თანხები.

ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ მეტი გამწვანებული სივრცე, არამედ თვისობრივად სხვა ხარისხის სივრცეები შეგვეთავაზებინა. რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები