ირაკლი კობახიძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ – სამართლებრივი შედეგები დადგება გამოძიების შესაბამისად
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ – ეს არის ცხადი და მარტივი. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუკი ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივი შედეგები დადგება გამოძიების შესაბამისად”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დღეს დილით კიდევ ერთმა მოზარდმა დატოვა.