ფილიპ რიკერი: მინდა, ბაიდენის სახელით, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში
„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო და პრეზიდენტ ბაიდენისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის სახელით, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში”, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას აშშ მხარს უჭერს.
„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო და პრეზიდენტ ბაიდენისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის სახელით, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში, მათ შორის, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ქართველი ჯარისკაცები მამაცად იბრძოდნენ ამ მისიებში და ჩვენ ვაფასებთ მათ წვლილს, ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ ბრძოლაში გლობალური უსაფრთხოების და სიმშვიდის მისაღწევად. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაციას. ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი“, – განაცხადა რიკერმა.