ბლინკენმა რუსეთთან სტაბილური ურთიერთქმედების პირობა დაასახელა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის მოსკოვთან ურთიერთობისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ კურსს შეცვლის.

”თუ რუსეთი შეიცვლის კურსს, ჩვენ მზად ვართ კომუნიკაციისთვის”, – თქვა მან Axios-თან ინტერვიუში.

დიპლომატის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების – ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტზე ნაკლებსავარაუდოა, რომ მოსკოვმა მსგავსი მზაობა გამოთქვას.

ბლინკენმა დაამატა, რომ ამერიკის ლიდერი შეხვდება რუს კოლეგას მოსკოვის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და თავდასხმების გამო.

”ის მკაფიოდ და პირდაპირ იტყვის, თუ რას შეიძლება, ელოდოს რუსეთი შეერთებული შტატებისგან, თუ ჩვენ მიმართ აგრესიული უგუნური მოქმედებები გაგრძელდება. ის ასევე მკაფიოდ აჩვენებს, რომ თუ რუსეთი საკუთარ ქმედებებში სხვა კურსს აირჩევს, ჩვენ გაცილებით სტაბილურ ურთიერთობას ვამჯობინებთ. ეს ჩვენს ხალხს, რუს ხალხს, მთელს მსოფლიოს წაადგება – სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღების კონტროლი”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დიპლომატმა არ გამორიცხა, რომ ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრის შემდეგ გარკვეული კონკრეტიკა გამოიკვეთოს მომავალი ურთიერთობებისთვის.

”ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ორივე სცენარისთვის”, – დაასკვნა ბლინკენმა.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჟენევაში 16 ივნისს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები