პაკისტანში მატარებლების შეჯახებას 36 ადამიანი შეეწირა

პაკისტანში, სინდის პროვინციაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახებას, სულ მცირე, 36 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ადგილობრივი Samaa TV-ის ინფორმაციით, 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ავარიის სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის რელსებიდან გადასვლა გახდა.

პაკისტანის რკინიგზის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რელსებიდან ოთხი ვაგონი გადავიდა.

მომხდარის შედეგად 14 ვაგონი გადაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები