მეუფე შიო: სწავლება მწუხარების დათმენის შესახებ, გვავალდებულებს გაჭირვებულის დახმარებას – ყოველი ქრისტიანი მზად უნდა იყოს დახმარებისთვის

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფემ სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სწავლება მწუხარების დათმენის შესახებ, გვავალდებულებს გაჭირვებულის დახმარებას. ყოველი ქრისტიანი ასე უნდა ცხოვრობდეს, მზად უნდა იყოს დახმარებისთვის. ვინაიდან მოდის ღამე, როდესაც ვეღარავინ შეძლებს ამ საქმეების კეთებას. მაშასადამე, ჩვენც დავფიქრდეთ და ვაკეთოთ საღმრთო საქმეები, ვიდრე დღეა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები