ქალბაჯარში ნაღმის აფეთქებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

აზერბაიჯანის AzTV-სა და “აზერთაჯის” თანამშრომლები ქალბაჯარში ნაღმზე აფეთქდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას AzTV ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიის თავმჯდომარემ, როვშან მამედოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, AzTV-ს ოპერატორი, სირაჯ აბიშევი და “აზერთაჯის” თანამშრომელი, მაგერამ იბრაჰიმოვი პროფესიული ვალდებულებების შესრულების დროს დაიღუპნენ.

”ინციდენტი სომხური ვანდალიზმისა და მტრის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კიდევ ერთი მაგალითია. აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელით, ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ  ჩვენი ორივე კოლეგის ოჯახებს,” – დაწერა როვშან მამედოვმა.

ქალბაჯარი – აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ქალბაჯარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ყარაბაღის ომის შემდეგ, ყარაბაღის მეორე ომამდე მას აკონტროლებდა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით კი იყო შაუმიანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

2020 წლის 25 ნოემბერს დაუბრუნდა აზერბაიჯანის კონტროლს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები