Huawei, Aerosun Corporation – აშშ-მა 59 ჩინური კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა

ჯო ბაიდენმა იმ ჩინური კომპანიების სია გააფართოვა, რომელშიც ამერიკულ კომპანიებს ინვესტიციების დაბანდება აეკრძალებათ.

ე.წ. შავ სიაში 59 ჩინური კომპანია მოხვდა. მათ შორისაა: Huawei, Aerosun Corporation, Fujian Torch Electron და Aero Engine Corp.

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ნუსხას შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კომპანია დაემატოს.

ამერიკის სადაზვერვო სამსახურები აღნიშნულ კომპანიებს ჩინეთის სამხედრო ძალებთან კავშირსა და შპიონაჟში ადანაშაულებენ.

ბაიდენის განკარგულების მიხედვით, ამერიკელ ინვესტორებს აკრძალული ექნებათ ჩინური კომპანიებისგან უსაფრთხოების სისტემების შეძენა.

აშშ-ის პრეზიდენტის ახალი აღმასრულებელი განკარგულება ძალაში 2 აგვისტოდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები